saqarTvelos tbebi - didi wiTeli xatis tba

მდებარეობა ახალგორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°24`46` ჩ. გ. 44°20`19` ა. გ.
ფართობი 0,23 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 53 მ

 

ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის აუზში, ზღვის დონიდან 2779 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,23 კმ², აუზის ფართობი 2,42 კმ², მაქსიმალური სიღრმე 53 მ. წყალი ლურჯია, მეტად მტკნარი და სუფთა. გაუდინარია. თევზი არ არის.